1. Úvodní stránka
  2. შეფასება

რეცენზია

ჰ.ს., დიდი ბრიტანეთი

Biocourier-ის წარმომადგენელ მარკთან მოლაპარაკების წარმოება იყო სასიამოვნო. ის იყო მაღალი პროფესიონალი და მოგვაწოდა მომსახურების მაღალი სერვისი. ის სწრაფად პასუხობდა ჩვენს ელ. შეტყობინებებს და კომუნიკაციას ამყარებდა ყოველ ეტაპზე ჩვენთან და ლონდონის კლინიკასთან, პროცესის ყოველ ეტაპზე.კომპანიამ ჩვენი ემბრიონების ტრანსპორტირება მოახდინა სწრაფად და ეფექტურად. მათ სერვისს ვუწევ რეკომენდაციას.

ს. ი. მ., ხორვატია

2019 წლის მაისის დასაწყისში, ჩვენ შევარჩიეთ Biocouriers-ი ჩვენი ბიოლოგიური მასალის ტრანსპორტირებისათვის.მიმოწერის დასაწყისშივე მივხვდით, რომ ისინი იჩენდნენ პროფესიონალურ და საპასუხისმგებლო მიდგომას ასეთ დელიკატურ მომსახურებასთან დაკავშირებით და ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ჩვენი გზავნილი საიმედო ხელში იქნებოდა.კვერცხუჯრედების ტრანსპორტირება მოხდა ხელშეკრულების შესაბამისად, დადგენილ ვადაში. მთლიანობაში ჩვენ სასიამოვნოდ განცვიფრებული დავრჩით  მომსახურების მაღალი დონით, რომელსაც კომპანია და ბატონი ლუპაჩი პირადად უზრუნველყოფენ. აქედან გამომდინარე პოტენციურ მომხმარებლებს გირჩევთ Biocouriers.“

ჯ.ც., დიდი ბრიტანეთი

ჩემი აზრით, თქვენ გამოიჩინეთ განსაკუთრებული გულისხმიერება და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ უზრუნველგეყოთ დროული ტრანსპორტირება. თქვენი დახმარების წყალობით, ჩვენ შევძელით სიმშვიდის შენარჩუნება მთელი ტრანსპორტირების პროცესის განმავლობაში.

ტ.გ., შვეიცარია

„როდესაც საზღვარგარეთ გადავედი საცხოვრებლად, ჩემი გაყინული სპერმის გადატანა ვანდე Biocouriers. გასაგები მიზეზების გამო ვნერვიულობდი, მაგრამ ყველაფერმა ნორმალურად და კარგად ჩაიარა. ჩემი წერილობითი თანხმობის შემდეგ, კლინიკებმა რომლებმაც ნიმუშები გამოგზავნეს და მიიღეს, შეთანხმდნენ, რომ ყველაფერი Biocouriers-სს განეხორციელებინა ჩემი ჩართულობის გარეშე. გადაცემისთანავე, ბ-ნ ლუპაჩმა გამომიგზავნა ელ-ფოსტა, რომ ნიმუშები მიწოდებული იქნა წარმატებით, ასევე გამომიგზავნა ინფორმაცია ნიმუშების ტემპერატურის მაჩვენებლები ტრანსპორტირების დროს. დაწესებული ფასი მისაღები იყო, ხელოვნური განაყოფიერების მთლიანი ღირებულების გათვალისწინებით.“

მ.პ. და ჯ.ი., ნორვეგია

ჩვენ გამოვიყენეთ Biocouriers-ის მომსახურებები ემბრიონის ტრანსპორტირებისთვის, მთელ ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ და მისი მომსახურეობით კმაყოფილი ვართ მისი პროფესიონალური და ეფექტური მომსახურეობით.უპირველეს ყოვლისა, დასაფასებელია, რომ რეგულარულად გვაწვდიდნენ განახლებულ ინფორმაციებს და გამოგვიგზავნეს საბოლოო დასკვნა, რომელიც შეიცავდა კონტეინერის ტემპერატურის მაჩვენებელს მთელი ტრანსპორტირების განმავლობაში. კომპანია Biocouriers-ი ავარჩიეთ იმიტომ, რომ მატ მიერ შემოთავაზებული ხელშეკრულების პირობები და შემოთავაზებები ჩვენთვის იყო მისაღები და გასაგები. ჩვენ მიერ დასმულ ყველა კითხვას უპასუხეს იმავე ან რამდენიმე დღეში. ჩვენ გირჩევთ Biocouriers-ის მომსახურეობას!

ა.გ., დიდი ბრიტანეთი

„ჩვენ ვეძებდით კომპანიას რომელიც მოახდენდა ჩვენი ერთადერთი ემბრიონის ტრანსპორტირებას დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში. მივმართეთ სხვა სატრანსპორტო კომპანიას, რამაც აქამდე შედეგი არ მოგვიტანა. გარკვეული დროის შემდეგ ჩვენ დავუკავშირდით Biocouriers. მარეკი, როგორც თავისი საქმის პროფესიონალი, პასუხისმგებელი იყო ტრანსპორტირებაზე, თავიდან ბოლომდე.კლინიკა სადაც ჩვენი ემბრიონები ინახებოდა, იყო ნელი , მარეკი დაუღალავი შრომით, კლინიკასთან ელექტრონული მიმოწერით, მუდმივი კომუნიკაციით (მათ შორის, კლინიკის დირექციასთან) ცდილობდა, რომ ემბრიონები წარმატებით გადმოეცათ. რომ არა ის, ჯერ კიდევ კლინიკიდან ემბრიონები არ გადმოგვეცემოდა.თუ გსურთ სიმშვიდე, გირჩევთ, დაუკავშირდეთ მარეკს და მის კომპანიას.“

Nahoru

დაგვიკავშირდით