საიმედო ტექნოლოგიები გენეტიკური მასალის გადასაზიდად
მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვიყენებთ სპეციალურ ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოიყენება ნიმუშების გადასაცემად თხევადი აზოტის ტემპერატურაზე, ემბრიონის, სპერმის, კვერცხუჯრედების და სხვა გენეტიკური მასალის გადატანისას. მკაცრად ვიცავთ დადგენილ აღჭურვილობასა და პროცედურებს:
- სატრანსპორტო კონტეინერი, თხევადი აზოტისთვის
- ტემპერატურის საზომი მოწყობილობა
- ტემპერტურის მუდმივი კონტროლი
- მიღებული ანგარიშის დამუშავება
ტრანსპორტირებული უჯრედების უსაფრთხოება ჩვენთვის უმთავრესი ღირებულებაა. ამიტომ, ჩვენ ვიყენებთ მსოფლიოში ცნობილი მწარმოებლების მიერ მოწოდებულ უმაღლესი ხარისხის მოწყობილობებს, ტრანსპორტირება ხდება, თხევად აზოტში ან აზოტის ორთქლში -196°C. ამრიგად, ეს იგივე ტექნოლოგიაა, რაც კლინიკებში გრძელვადიანი შენახვისთვის, რაც უზრუნველყოფს შიდა გარემოს აბსოლუტურ თავისუფლებას. ჩვენ ყველა სატრანსპორტო აღჭურვილობას საგულდაგულოდ ვამოწმებთ ყოველ გამოყენებამდე.
სატრანსპორტო კონტეინერები
ტრანსპორტირებისთვის ვიყენებთ, MVE Chart აშშ – დან სპეციალურად შემუშავებულ, მაღალი გამძლეობის მქონე კრიოგენულ კონტეინერებს. კონტეინერის შიგნით მოთავსებულია სპეციალური მასალა, საიდანაც თხევადი აზოტის ორთქლი თანდათანობით იხსნება.აქედან გამომდინარე, კონტეინერებში ტემპერატურა სტაბილურია ბოლო შევსებიდან მრავალი დღის განმავლობაში. კონტეინერები აკმაყოფილებს IATA საერთაშორისო საავიაციო მოთხოვნებს და მათი ტრანსპორტირება დასაშვებია საჰაერო ტრანსპორტით.
ტემპერატურის საზომი მოწყობილობა
ტემპერატურის გასაზომად, ვიყენებთ გერმანული წარმოების Testo აპარატურას, რომელსაც გააჩნია მომატებული გამძლეობა და განკუთვნილია ულტრა დაბალი ტემპერატურის გასაზომად. ტემპერატურა სატრანსპორტო კონტეინერში აღირიცხება რეგულარულად, ერთი წუთის ინტერვალით. ტემპერატურის ჩანაწერის გრაფიკი არის საბოლოო ანგარიშის ნაწილი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ტრანსპორტირების შემდეგ.