1. Úvodní stránka
  2. კლინიკებისთვის

ინფორმაცია კლინიკებისთვის და სააგენტოებისთვის

  • გრძელვადიანი თანამშრომლობა

    დიდიხანია ვთანამშრომლობთ ათეულობით კლინიკასთან და სააგენტოსთან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რეგულარული გადარიცხვებისთვის გთავაზობთ ინდივიდუალური და გრძელვადიანი კონტრაქტის დადების შესაძლებლობას. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს გადატანის მომზადების პროცესს და თქვენს კომპანიას შეუძლია მეტი დრო დაუთმოს კლიენტებზე ზრუნვას. ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით, ჩვენ გთავაზობთ დახმარებას დოკუმენტაციის მომზადებასა და აუცილებელი ნებართვის დამუშავებაში.

  • ტრანსპორტი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში

    ვუზრუნველყოფთ უჯრედების მოწოდებას ყველა კონტინენტზე. ამასთან ადგილობრივმა კანონმდებლობამ შეიძლება სხვაგვარად დაარეგულიროს უჯრედების ტრანსპორტირების წესი.  ყოველი ტრანსფერი უნდა დაიგეგმოს და შემოწმდეს ყველა მონაწილე კლინიკასთან და პარტნიორთან. ჩვენ გვაქვს ფართო ნოუ ჰაუ და შეგვიძლია შემოგთავაზოთ გადაწყვეტილებები თქვენი კლიენტების საჭიროებების შესაბამისად. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ უჯრედების უსაფრთხო ტრანსპორტირებას კლინიკებს შორის

  • ემბრიონის, კვერცხუჯრედისა და სპერმის პერსონალური ტრანსპორტირება

    კურიერის მეშვეობით უჯრედების გადაგზავნა, გამგზავნი კლინიკიდან მიმღებ კლინიკამდე, უჯრედების გადაზიდვის ყველაზე უსაფრთხო გზაა. კურიერს კონტეინერი ყოველთვის თან დააქვს, მუდმივად ამოწმებს მის ტემპერატურას და მდგომარეობას და იცავს მას შესაძლო ამოყირავებისაგან.  თვითმფრინავით ტრანსპორტირებისას, კურიერს ბორტზე თან ააქვს კონტეინერი.

  • რენტგენისგან დაცვა

    ყველა აეროპორტში დაცულია რენტგენის კონტროლისგან, რომელიც ძალიან საშიშია უჯრედისთვის.

  • სატრანსპორტო კონტეინერი

    ტრანსპორტირებისთვის  ვიყენებთ, MVE Chart აშშ – დან სპეციალურად შემუშავებულ, მაღალი გამძლეობის მქონე კრიოგენულ კონტეინერებს. კონტეინერის შიგნით მოთავსებულია სპეციალური  მასალა, საიდანაც თხევადი აზოტის ორთქლი თანდათანობით იხსნება. აქედან გამომდინარე, კონტეინერებში ტემპერატურა სტაბილურია ბოლო შევსებიდან მრავალი დღის განმავლობაში. კონტეინერები აკმაყოფილებს IATA საერთაშორისო საავიაციო მოთხოვნებს და მათი ტრანსპორტირება დასაშვებია საჰაერო ტრანსპორტით.   

  • ტემპერატურის საზომი მოწყობილობა

    ტემპერატურის გასაზომად, ვიყენებთ გერმანული წარმოების Testo აპარატურას, რომელსაც გააჩნია მომატებული გამძლეობა და  განკუთვნილია ულტრა დაბალი ტემპერატურის გასაზომად. ტემპერატურა სატრანსპორტო კონტეინერში აღირიცხება რეგულარულად, ერთი წუთის ინტერვალით. ტემპერატურის ჩანაწერის გრაფიკი არის საბოლოო ანგარიშის ნაწილი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ტრანსპორტირების შემდეგ.

  • საბოლოო ანგარიში

    მიტანის შემდეგ ჩვენ ვამზადებთ საბოლოო დასკვნას როგორც გამგზავნი ისე მიმღები კლინიკისათვის, რომელიც მოიცავს ტემპერატურის გრაფიკს მთელი ტრანსპორტირების დროიდან.

  • ვმოქმედებთ ევროკავშირის კანონმდებლობით

    ჩვენი კომპანია იმყოფება ევროკავშირის იურისდიქციის ქვეშ, კერძოდ, რეგულაცია 2004/23/EC, 2006/17/EC და 2006/86/EC სწორი სადისტრიბუციო პრაქტიკისათვის. ჩვენ რეგულარულ, სიღრმისეულ აუდიტს ვატარებთ, რომელიც ორიენტირებულია ხარისხის კონტროლზე, პროცედურები და პროცესები, რომელიც განაწილებულია ქსოვილებისა და უჯრედების განაწილების საქმიანობასთან.

pdfჩამოტვირთეთ ფლაერი

pdfჩამოტვირთეთ ფასების სია

Nahoru

დაგვიკავშირდით